ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები

ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები

  +995.32 2430044
 
სტუდია PRO-Service ქართულ ვებ ბაზარზე ახალი პროექტით "იქირავე ვებ გვერდი" შემოდის.

პაკეტი "იქირავე ვებ გვერდი" ახლად დაფუძნებული ორგანიზაციებისა და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად არის განკუთვნილი, რათა მათ მოღვაწეობის პირველი დღიდან ერთჯერადი, მსხვილი კაპიტალდაბანდების გარეშე მიეცეთ საშუალება წარმოაჩინონ თავისი საქმიანობა ფართო აუდიტორიის წინაშე.
პაკეტი ორ ნაწილად იყოფა.

პირველი, კომპანიის კორპორატიული ვებ გვერდია, სადაც ორგანიზაციები თავის პარტნიორებსა და პოტენციურ კლიენტებს აწვდიან  მასალებს როგორც კომპანიის შესახებ, ასევე ანთავსებენ ინფორმაციას კომპანიაში მომხდარი სიახლეების შესახებ, აქვეყნებენ განცხადებებს, ფოტო და ვიდეო მასალებს კომპანიის შესახებ და ა.შ. ერთი სიტყვით ეს არის სრულფასოვანი ვებ გვერდი, რომელზეც ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის განთავსება შეიძლება და მისი "ქირაობის" ანუ იჯარის ღირებულება თვეში მხოლოდ 100 ლარს შეადგენს. ამასთან ამ პაკეტის დამკვეთები უფასოდ, ბონუსის სახით მიიღებენ 1000 მბ ჰოსტინგის პაკეტს 5 ელექტრონული ფოსტის მისამართით.

მეორე პაკეტი ორი ნაწილისაგან შედგება და იგი განკუთვნილია  როგორც კორპორატიული ინფორმაციის წარმოსაჩენად, ასევე ინტერნეტ ვაჭრობისთვის. თუ თქვენ გსურთ გააფართოვოთ თქვენი არსებული ქსელი და ვაჭრობა ახალ ეტაპზე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერნეტ გაყიდვებით გაზარდოთ, მაგრამ ზუსტად არ იცით ეს რა შედეგს მოგიტანთ და თავს იკავებთ ერთჯერადი მსხვილი ინვესტიციისაგან, პაკეტი "იქირავეთ ვებ გვერდი" მოგცემთ საშუალებას "დაზვეროთ" ამ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და თქვენი ფინანსური რესურსებისათვის უმტკივნეულოდ ჩაერთოთ  ინტერნეტ ვაჭრობაში, რაც სხვა, თქვენს ბაზარზე მოთამაშე კომპანიებისაგან განსხვავებით კონკურენტულ უპირატესობასაც მოგანიჭებთ.
ასეთი ვებ გვერდის "ქირაობის" ანუ იჯარის ღირებულება თვეში მხოლოდ 200 დან - 300 ლარს შეადგენს პროექტის სირთულისა და გადახდის მეთოდების რაოდენობის შესაბამისად. გადახდის მეთოდებში მოიაზრება როგორც პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების (Nova, Osmp, Tbcpay) ან მობილური ოპერატორების მეშევეობით გადახდის სისტემების ინტეგრაცია. ამასთან ამ პაკეტის დამკვეთები უფასოდ, ბონუსუს სახით მიიღებენ 3000 მბ ჰოსტინგის პაკეტს 10 ელექტრონული ფოსტის მისამართით.

თქვენი საიტი – თქვენი საქმიანობის სავიზიტო ბარათია. პირველი შთაბეჭდილება გვერდის ვიზუალური აღქმით ხდება.  კვლევებმა დაამტკიცეს, რომ მომხმარებელთა 75% ჯერ გარეგნულად, ხოლო შემდეგ შინაარსობრივად აფასებს WEB–გვერდს, ამიტომ დიზაინის შესრულება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ურთულესი ამოცანაა საიტის დამზადების პროცესში. სწორად გათვლილი და მოფიქრებული WEB–გვერდი ხშირად გამხდარა ფირმის "წარმატების საიდუმლო " კონკურენტებთან ბრძოლაში.  

თქვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით ინტერნეტში თქვენი პროექტის სწორად დაგეგმვასა და ზუსტი მარკეტინგული სვლების განხორციელებაში.

 
რა საჭიროა web-გვერდი?
საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში  ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. იმისათვისაც, რომ ურთიერთობა გქონდეთ ინტერნეტის მილიონობით მომხმარებელთან და იმისათვისაც, რომ თქვენს ვიწრო წრესთან დაამყაროთ კავშირი.
თქვენ გჭირდებათ მსოფლიო აღიარება?
ეს აღიარება თქვენ შეიძლება მოგიტანოთ ვებ-გვერდმა თქვენი საქმიანობის, ან შექმნილი შედევრის ან სულაც თქვენი საყვარელი ადამიანის შესახებ.

რა ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული ვებ გვერდზე?

ჩემს შესახებ
მოყევით თქვენს კომპანიაზე, თანამშრომლებზე, პროდუქტებზე, რომელსაც თქვენ თქვენს მომხმარებელს სთავაზობთ. 

ფოტოალბომი
გაქვთ ფოტორეპორტაჟი ბოლო კორპორატიული  წვეულებიდან?  განათავსეთ ფოტოალბომი თქვენს ვებ გვერდზე.

ფანატებისა და თაყვანისმცემელთათვის
შემოიკრიბეთ თქვენს ირგვლივ თანამოაზრეები. შექმენით ფან-კლუბი ან ფორუმი.

სასარგებლო ბმულები
თქვენ მუდმივად ინტერნეტში მუშაობთ და თქვენთვის უამრავი საიტის მისამართია ცნობილი, რომლებიც სარგებლობას მოუტანს თქვენს მეგობრებს? განათავსეთ თქვენს ვებ გვერდზე სასარგებლო  საიტების ბმულები  და გაუზიარეთ სხვებსაც მათი კოლექცია.

განცხადება ან მოსაწვევი
თქვენ კორპორატიულ საღამოს აწყობთ? პარტნიორების მოწვევა გსურთ? რაიმე მნიშნელოვანი მოხდა თქვენს კომპანიაში? ახალი დანადგარები შეიძინეთ თუ საამქრო გახსენით თქვენი ვებ გვერდის საშუალებით ადვილად შეატყობინებთ ამის შესახებ პარტნიორებს .

საქმიანი გვერდი
თქვენ საკუთარი მცირე ბიზნესი გაგაჩნიათ? მოუყევით ამის შესახებ ათასობით ადამიანს, რომელთა შორის თქვენი პოტენციური კლიენტები ან პარტნიორები შეიძლება იყვნენ. ეს კარგი საშუალებაა, რათა თქვენი მცირე ბიზნესი დიდში გადაიზარდოს.

LiveZilla Live Help
ჩვენი ns ჩანაწერებია
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
შენი IP მისამართია
54.198.233.27
პირადი კაბინეტი
პაროლის აღდგენა
Windows Support Module Windows
MacOS Support Module MacOS


 ნიმუშები


 
 

 
 
 
 


 
© 2003-2017 Pro-Service. All rights reserved.
PageRank Checking Icon