ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები

ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები

  +995.32 2430044
 
10 კითხვა, რომელიც თქვენ უნდა დაუსვათ თქვენს ჰოსტინგ პროვაიდერს

ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევა ინტერნეტში თქვენი წარმატებით წარდგენის საფუძველია. საქართველოში არსებული პროვაიდერების ნაწილი  ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ საშუალო დონის სერვისსაც კი.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინოთ ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევისას? 

8. უსაფრთხოების სისტემები და ჰოსტინგის საიმედოობა

ჰოსტინგის საიმედოობა

ჰოსტინგის საიმედოობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს მათ შორის არის: 

  •  აპარატურის საიმედობა
  •  პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი  და  გამართულობა
  •  მომსახურე პერსონალის პროფესიული მომზადების დონე
  •  სარეზერვო კვების სისტემების გამართულობა
  •  სარეზერვო კოპიების შენახვის არსებობა
  •  სერვერის დატვირთვის მუდმივი კონტროლი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩამონათვალი არ წარმოადგენს ჰოსტინგის საიმედოობის  სრულ სიას, ამ პუნქტებიდან  ერთის დარღვევამაც კი შეიძლება თქვენი საიტი კატასტროფამდე მიიყვანოს.

დრო რომლის დროსაც სერვერი სტაბილურ მდგომარეობაშია, გამოკვეთილი პროცენტებში მთელი დაკვირვების დროის მანძილზე
(ე.წ.. UpTime) ასახავს ჰოსტინგის საიმედოობას.

გასაგებია, რომ სრული100% UpTime ის მიღწევა  შეუძლებელია სერვერზე აუცილებელი რეგლამენტური სამუშაოების ჩატარების გამო. მაგრამ სწორედაც რომ საიმედო ჰოსტინგისათვის, ამ სამუშაოების სწრაფი ჩატარებისა და წარმოქმნილი გაუმართაობის სწრაფი აღმოფხვრა  მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ფაქტიურად UpTime ზე არ მოქმედებს.

მომსახურე  პერსონალის კვალიფიკაციასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა მაღალი UpTime ის მიღწევაში ენიჭება აპარატურის საიმედოობას. ზოგიიერთი ჰოსტ პროვაიდერი ცდილობს რა მიაღწიოს ეკონომიას და დაზოგოს პირველადი ხარჯები, ნაცვლად სპეციალური ტექნიკისა, რომელიც უშუალოდ ჰოსტინგისათვის არის განკუთვნილი (სერვერები) თავის მომსახურეობას თვითნაკეთ კომპიუტერებზე-„სერვერებზე"  ახორციელებენ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია საიმედოობისა და მუშაობის ხანგძლივობის კუთხით. ასეთ კომპიუტერებზე შეუძლებელია მუშაობის 24 საათიანი რეჟიმის შენარჩუნება, რაც იწვევს პერმანენტულ გათიშვებს, საიტის მიუწვდომლობას და ა.შ.

უკან
ბეჭდვა
LiveZilla Live Help
ჩვენი ns ჩანაწერებია
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
შენი IP მისამართია
54.145.101.227
პირადი კაბინეტი
პაროლის აღდგენა


    ჰოსტინგის ცნება

 ვირტუალური ჰოსტინგი

 VDS / VPS

 გამოყოფილი სერვერი

 კოლოკაცია  

 

 



© 2003-2017 Pro-Service. All rights reserved.
PageRank Checking Icon