28
ოქტ
2008
ახალი პაკეტი - „იქირავე ვებ-გვერდი"

კომპანია „პროსერვისი" ქართულ ინტერნეტ ბაზარზე საქმიანობას 2003 წლიდან ეწევა. ამ ხნის განმავლობაში მან შექმნა ვებ-გვერდები, საინფორმაციო პორტალები და ინტერნეტ-მაღაზიები ონლაინ გადახდის სისტემებით საქართველოში მოქმედი ისეთი წამყვანი კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურისათვის, როგორებიცაა: პე-ეს-პე, ნიკორა, აირზენა, მაგისტილი, „ჯეორჯიან თაიმსი", ბიზნეს სააგენტო „ჯიბისი ნიუსი", საინფორმაციო სააგენტო „ჯიეიჩენი", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ორგანიზაცია ბილიკი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საჯარო რეესტრი და სხვა. დღემდე „პროსერვისი" ვებ-გვერდების დამზადების საფასურის გადახდას ერთიანად ითვალისწინებდა.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გადახდის სისტემა არ არის საკმარისად მოქნილი შედარებით მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიზიკურ პირთათვის, რომელთათვისაც თანხის ერთიანად გადახდა შეიძლება ფინანსურ დაბრკოლებად იქცეს, კომპანიამ ჩამოაყალიბა მომსახურების ახალი პაკეტი - „იქირავე ვებ-გვერდი":  პროექტი ისეა ორგანიზებული, რომ კლინეტის მოვალეობაში მხოლოდ ვებ-გვერდის განახლება შევა. ეს იმდენად მარტივი პროცესია, რომ ყველას, ვისაც კომპიუტერის საოფისე პროგრამებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება აქვს უპრობლემოდ შეძლებს საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლებას, სურათების ატვირთვას და მის მართვას, ხოლო ყველა სხვა სახის მომსახურებაზე (დომენის რეგისტრაცია, ჰოსტინგი, ვებ-გვერდის ტექნიკური და შეუფერხებელი მომსახურება) „პროსერვისი" ტექ. პერსონალი იზრუნებს. საიტის "ქირაობა" მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლებზე უკეთესად მორგებული და ბევრად უფრო შეღავათიანი ფორმა გახდება.

კომპანიის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ეს ნაბიჯი ნებისმიერი სიდიდის ორგანიზაციას მისცემს საშუალებას ჰქონდეს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბაზარზე პოზიციების განმტკიცება და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის წარმართვა, ინტერნეტ-მაღაზია კი საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ პიროვნებას და ორგანიზაციას ყოველთვიური ქირის გადახდის პირობებში აამუშავოს საკუთარი მაღაზია მოქმნილი ონლაინ გადახდის სისტემებით და ამით დამატებითი შემოსავლები მიიღოს. მთლიანობაში კი ამ პროდუქტის დანერგვა კომპანიის ადმინისტრაციის პროგნოზებით ხელს შეუწყობს ბიზნესის უფრო აქტიურ განვითარებას.

###

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
3.138.141.202
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი