ვირტუალური გამოყოფილი სერვერი.                                                  ფასები>>> 

ვირტუალური გამოყოფილი სერვერი მსოფლიოში მომსახურების აპრობირებული ფორმაა და იგი ჩვეულებრივ ჰოსტინგთან ერთად სარგებლობს მუდმივი მოთხოვნით და პოპულარობით.

დიდი პროექტების  და არასტანდარტული ამოცანებისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება გამოყოფილი ფიზიკური სერვერი. რომლის ფინანსური დანახარჯი და შეძენა საკმაოდ დიდია. გამოყოფილი ფიზიკური სერვერის გამოყენების მოგება მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს შეუძლია ააწყოს მისთვის სასურველი პროგრამუული მომსახურება, ოპტიმიზაცია, წარმოების სისტემების ოპტიმიზაცია, დააყენოს საჭირო დამატებანი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ პატარა ნაწილი ფიზიკური სერვერის საშუალებებისა. პროვაიდერების  წინაშე დადგა ამოცანა გაეკეთებინათ ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა ერთი ფიზიკური კომპიუტერის გამოყენებას როგორც რამოდენიმე ცალკეული ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სერვერები  სრული დაშვებით და ადმინისტრირებით. ამ შემუშავებამ მიიღო სახელწოდება Virtual Private Server - VPS(ან Virtual Dedicated Server - VDS).

გამოყოფილი ვირტუალური სერვერი - სერვერი ვირტუალურია, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია როგორც ფიზიკური სერვერისა, რომელიც დგას ჰოტ პროვაიდერთან დატა ცენტრში. აქ შესაძლებელია სრული დაშვება  root უფლებებით (uid=0), ნებისმიერი კონფიგურაციების სისტემების პარამეტრები და  ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება. აქ შეუძლებელია ზოგიერთი პროვაიდერის შეზღუდვები, რომლებასაც არ შეუძლიათ ან არ სურთ თქვენთვის დამატებითი ბიბლიოთეკების თუ სხვა პროგრამების დაყენება.

გადაწყვეტილებები გამოყოფილ ვირტუალურ სერვრზე ახალი არ არის. მრავალი კომპანია მსოფლიოში იყენებს VDS ტექნოლოგიებს ჰოსტინგისათვის უკვე 30 წელია. ამ დრომდე ასეთი ტექნოლოგიები ხელმისწვდომი იყო მხოლოდ დიდი კომპანიებისათვის. სადღეისოდ ბაზარზე გამოვიდა ასეთი ჰოსტ მომსახურება დაფალ ფასებად,  ასეთივე გარანტირებული საიმედოობით, მართვადობით და მაშტაბით. ტრადიციულ ჰოსტინგთან შედარებით მომხმარებელი იღებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას.

VDS - ეს არის სრულყოფილი მიწვდომა root უფლებებით.

VDS - ეს არის  ნებისმიერი პარამეტრებისა და დამატებების კონფიგურირების საშუალება.

VDS - ეს არის საშუალება არსებული სისტემური ბიბლიოთეკების შეცვლისა და საკუთარი ვერსიის დაყენების.

VDS -  გეძლევათ საშუალება სისტემაში წაშალოთ, დაამატოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი ფაილი

VDS - გეძლევათ საშუალება დააყენოთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა ან გადააკონფიგურიროთ არსებული.

VDS - გააჩნია საკუთარი IP მისამართი პორტები, ფილტრები და მარშრუტიზაციის წესები

VDS - ეს არის სისტემაში პროცესების, მომხმარებლების და ფაილების სრული კონტროლი.

VDS - ssh- დაშვების, პერსონალური web-, mail-, ftp- სერვერის და სხვა მრავალ საშუალებას იძლევა

ვირტუალურ გამოყოფილ სევერს ტრადიციულ  shared ჰოსტინგთან შედარებით უფრო მაღალი უსაფრთხოების დონე ახასიათებს. დისკური სისტემა,ქსელი, პროცესორი და სხვა პარამეტრები მთლიანად ვირტუალიზირებულია. და ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებებს ვირტუალური გამოყოფილი სერვერების ერთმანეთისაგან იზოლირებისა.
მომხმარებელს შეუძლია თავის სერვერზე  გაუშვას და შეაჩეროს ნებისმიერი სერვისი, დაუსვას ნებისმიერი შეცდომა ან სრულად გადააინსტალიროს პროგრამული უზრუნველყოფა - ეს არანაირად არ აისახება ამავე ფიზიკურ სერვერზე არსებული სხვა ვირტუალური სერვერების მუშაობაზე. სწორედ იმისათვის რომ ვირტუალურმა სერვერმა ვერ მოახდინოს სრული რესურსების გამოყენება და ამით დაარღვიოს სხვა ვირტუალური სერვერების მუშაობა - მახსოვრობა, პროცესორული დრო, დისკური სივრეცე - სპეციალურად იზღუდება.

გამოყოფილი ვირტუალური სერვერი სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი სხვადასხვა ტიპის ვებ რესურსების მფლობელებისთვის არის საინტერესო. ვებ გვერდები,  განვითრების  თანამედროვე  ტენდენციებიდან გამომდინარე დიდ რესურსებს, საშუალებებს და ინდივიდუალურ გამართვას მოითხოვენ, რისი საშუალებაც shared ჰოსტინგზე ხშირად არ არის. სწორედ აიტომ მომხმარებლებს ახალი პერსპექტივები ეხსნებათ. ბევრი ფიზიკური სერვერის შეცვლაც შესაძლებელია ბევრად უფრო იაფი ვირტუალური სერვერით, თუ ამ კონკრეტულ პროექტს გამოყოფილი სერვერის სრული რესურსი არ სჭირდება.

ვირტუალური გამოყოფილი სერვერი კარგი გადაწყვეტილებაა ახალბედებისთვისაც მათ განკარგულებაშია სრულად გამათული და მუშა სისტემა მართვის მოსახერხებელი სისტემით. ნაბიჯ - ნაბიჯ, შეცდომებისა და ცდების შემდეგ ახალბედა შესაძლებელია UNIX ის ექსპერტად გადაიქცეს.

ვირტუალურმა გამოყოფილმა სერვერებმა თავისი ადგილი დაიკავა ვირტუალურ სერვერს(shared ჰოსტინგი) და გამოყოფილ სერვერს შორის. შევადაროთ ეს ტექნოლოგიები ერთმანეთს.

ვირტუალური სერვერისგან (shared ჰოსტინგი) განსხვავება:

თქვენს განკარგულებაშია სერვერის სრული მართვა ოპერაციული სისტემის ბირთვითან დაშვება. shared ჰოსტინგის შემთხვევაში კი თქვენ ღებულობთ დაშვებას მხოლოდ გარკვეულ პროგრამებთან - www-, mail-, ftp - სერვერი

ვირტუალური სერვერის შემთხვევაში კი  თქვენ განკარგულებაშია ფიქსირებული რესურსები: მეხსიერება, პროცესორული დრო, დისკური სივრცე, მაშინ როცა shared ჰოსტინგზე თქვენ მხოლოდ დისკური სივრცის ზომა გაქვთ ფიქსირებული. ხოლო სხვა რესურსები სტიქიურად ნაწილდება ყველა მომხმარებელს შორის.

განსხვავება გამოყოფილი სერვერისგან

ვირტუალური გამოყოფილი სერვერის შემთხვევაში თქვენ ხართ შეზღუდული ოპერაციულ სისტემაში, მაშინ როცა გამოყოფილ ფიზიკურ სერვერზე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სისტემის დაყენება.
ვირტუალური გამოყოფილი სერვერის შემთხვევაში თქვენ შეზღუდული ხართ სერვერთან ფიზიკურ წვდომაში. მეტი მოთხოვნების გაჩენის შემთხვევაში თქვენ იზულებული ხართ გადახვიდეთ სხვა სატარიფო გეგმაზე, მაშინ როცა  ფიზიკური სერვერის შემთხვევაში შეიძლება მახსოვრობის მოდულების დამატება.
გამოყოფილი ვირტუალური სერვერის ღირებულება ფიზიკური სერვერის არენდასთან და კოლოკაციასთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ამასთან ადმინისტრირების ფუნქციებს ჰოსტ პროვაიდერი თავის თავზე იღებს, არ ხართ მიბმული დატა ცენტრს გეოგრაფიულ მდებარეობაზე და არ გჭირდებათ შტატში სისტემური ადმინისტრატორი. ავარიულ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ და გავმართავთ თქვენს ვირტუალურ სერვერს, და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებზე მხოლოდ ჩვენ ვზრუნავთ. ზუსტად რომ პროფესიონალთა ტექნიკური მხარდაჭერა და დაბალი ღირებულება იძლევა ვირტუალური გამოყოფილი სერვერის უპირატესობას ფიზიკურ სერვერთან შედარებით.

 

 

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
3.139.238.152
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი