თქვენი საიტის სიცოცხლე- ჩვენი პრიორიტეტია!!!

ჩვენი ცხოვრება XXI საუკუნეში ორ განზომილებაში მიმდინარეობს - რეალურსა და ვირტუალურში!
რეალური ცხოვრების ფუნდამენტი - ჩვენი სახლი და სამსახურია. ვირტუალურისა კი - დომენი და ჰოსტინგი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ სად არის ის განთავსებული. ნებისმიერი ადამიანი ვებ გვერდის გარეშე, როგორც სტატუსის გარეშეა, ხოლო კომპანია ოფისის გარეშე.

ვებ ჰოსტინგის არჩევა საიტისათვის

ინგლისურ სიტყვას host, რომლისგანაც წარმოიშვა სიტყვა ჰოსტინგი, მრავალი განმარტება აქვს. ერთ-ერთი ასეთი განმარტებაა   მესაკუთრე, პატრონი (ადამიანი რომელიც არის სასტუმროს მესაკუთრე). თუ ამ ტერმინის ინტერპრეტირებას მოვახდენთ, თქვენი ვებ გვერდი არის  ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც თავისი სახლი, საცხოვრებელი ადგილი სჭირდება.  

რას წარმოადგენს ჰოსტინგი?

ჰოსტინგი (hosting)- მომსახურეობაა, რომელსაც უზრუნველყოფს ჰოსტ პროვაიდერი კომპანია თავის სერვერზე კლიენტის ფაილების განსათავსებლად და შესანახად.
უნდა განვასხვავოთ ჰოსტინგი და გაგება სერვერის შექმნა, დიზაინი ,დომენის რეგისტრაცია და შენახვა.
ასევე არსებობს ASP (Application Services Providing) ანუ არსებული პროგრამული მოდულების ან ტექნოლოგიების არენდით გაცემა.
პატარა და საშუალო საიტებისათვის არ არის საჭირო ცალკეული სერვერის (კომპიუტერის) გამოყოფა. ასეთ შემთხვევაში უფრო ეფექტური და პოპულარულია ეგრედწოდებული ვირტუალური სერვერი, როდესაც პროვაიდერის ერთი ფიზიკური სერვერი  უზრუნველყოფს რამოდენიმე (ასამდეც კი) მომხმარებლის  ვირტუალური სერვერების ფუნქციონირებას.

რა არის ჰოსტინგი და რას იღებს კლიენტი, როცა იღებს ამ მომსახურებას? ეს არის:
 

  • გარკვეული დისკური სივრცე სერვერზე
  • ვირტუალური სერვერის სახელი
  • სერვერის ადმინისტრირება და ხელმისაწვდომობა
  • სერვერის კონფიგურაციისა და აწყობის საშუალებები
  • შესრულება პროგრამებისა და სკრიპტების და ა.შ.

    სად და როგორ განვათავსოთ საიტები ინტერნეტში? ეს კითხვა აწუხებს პირველ რიგში მათ ვინც ამზადებს საიტებს.  საიტის განთავსება (ანუ web hosting) უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით რას ემსახურება ვებ გვერდი მომავალში.
    თუ საიტი წარმოადგენს პირად გვერდს მაშინ საკმარისია უფასო ჰოსტინგის მოხმარება როგორიცაა
    www.site.ge. მაგრამ როგორც წესი, მთელს მსოფლიოში უფასო ჰოსტინგი  ხარისხობრივად ჩამოუვარდება ჩვეულებრივ კომერციულ მომსახურებას  და მას  თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, ისეთი როგოროცაა შეზღუდული ვებ სივრცე, ან სარეკლამო ბანერი, რომელსაც პროვაიდერი ანთავსებს ყველა ვებ გვერდზე.
    ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ რაიმე თუნდაც ოდნავ სერიოზული პროექტის შექმნა, მაშინ თქვენ, პროფესიული, კომერციული ჰოსტინგი გესაჭიროებათ. ეს უფრო მაშინაა აქტუალური, თუ თქვენ გსურთ თქვენი პროფესიული მიღწევები, საავტორო ნამუშევრები თუ პორტფოლიო, გსურთ ფართო აუდიტორიას ან თქვენს პოტენციურ დამქირავებელს  გაცნოთ.

ხოლო თუ თქვენ სერიოზულად გეგმავთ ინეტერნეტში მოღვაწეობას, გსურთ შექმნათ საინფორმაციო ან გასართობი პორტალი, გეგმავთ საკუთარი კომპანიის ვებ გვერდის შექმნას, მაშინ საფიქრალიც არაფერია - თქვენ მხოლოდ პროფესიონალური კომერციული ვებ ჰოსტინგი გჭირდებათ.

მხოლოდ კომერციული ჰოსტინგი უზრუნველყოფს თქვენი ვებ გვერდის გარანტირებულ წვდომას 24 საათის მანძილზე თქვენი საიტის მომხმარებლებისათვის. ამასთან, გარდა საიმედოობისა, არსებობს უამრავი დამატებითი ბენეფიტი, რასაც მხოლოდ კომერციულ ჰოსტინგზე მიიღებთ. ესენია:

  •  მეორე დონის დომენური სახელები, როგორიცაა http://www.myname.ge/ (ან com, net, org, info და ა.შ.)
  •  ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა დაინამიური ვებ გვერდების განთავსებისათვის;
  •  სერვერის ლოგებს თქვენი საიტის მომხმარებელთა სტატისტიკისათვის
  •  Wap საიტების მხარდაჭერას მობილური ვერსიისათვის
  •  VPN კავშირს მობილურ ოპერატორებთან შეტყობინებების დასაგზავნად და ბანკებთან ტრანზაქციების განსახორციელებლად.

ყველა ის მომსახურება, რაც თქვენ პრფესიონალურ, ფასიან ჰოსტინგზე შეიძლება მიიღოთ, შეუდარებელია იმ ფასთან შედარებით რასაც ამ მომსახურებაში იხდით. ამასთან მომსახურების ფასი მუდმივად კლებულობს.

 

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
18.97.14.89
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი