21
მარ
2011
ახალი ბრენდი Smartco.ge

სმარტკო - თქვენი კომპიუტერის სრული დიაგნოსტიკა და პროგრამული უზრუნველყოფა სახლიდან გაუსვლელად!!!

[PUBLICITY.GE] თბილისი,  21 მარტი, 2011 წელი  -ცოტა ხნის წინ საქართველოში  მომსახურების  ახლი კომპანია შეიქმნა, რომელიც ბაზარზე „სმარტკო" -ს ბრენდით შემოვიდა. „IT Service" - სრულიად ახალ, ინოვაციურ მეთოდს იყენებს თავისი აბონენტების მომსახურებისათვის  და ეს მეთოდი ON Line წვდომაზე, ანუ ინტერნეტით დაშვებაზეა დამყარებული. მომსახურება ეფუძნება ერთგვარ „სატელეფონო ცენტრს", რომლის ოპერატორებიც  თქვენთვის მოსახერხებელ მებისმიერ დროს სპეციალური ლიცენზირებული, დაცული პროგრამის საშუალებით ახდენენ თქვენი კომპიუტერის მართვასა და მონიტორინგს. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  დაშორებული ანუ ON Line წვდომა შეუძლებელია, ან პრობლემის აღმოფხვრა არ ხერხდება,  „IT Service" -ს მობილური ჯგუფი გესტუმრებათ ადგილზე. ახალი სერვისის საშუალებით შეგიძლიათ ყველა პრობლემა სახლიდან გაუსვლელად მოაგვაროთ და თქვენი კომპიუტერის დაზღვევა პროფესიონალ სპეციალისტებს ანდოთ. დიახ „დაზღვევა" რადგანაც კომპანიის პოლიტიკა პირველ რიგში პონტენციური პრობლემების პრევენციაა.

###

რას გვთავაზობს „IT Service"

არსებობს სამი სახის პაკეტი: სტანდარტი, სმარტი და საოჯახო.

სტანდარტ პაკეტის ღირებულებაა თვეში 10 ლარი, რომელიც გულისხმობს თვეში ერთხელ ერთი კომპიუტერის სრულ დიაგნოსტიკას და პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგს.

სმარტ  პაკეტის ღირებულებაა თვეში 30 ლარი, რომელშიც შედის ორი კომპიუტერის მომსახურება ულიმიტოდ, 3 გიგაბაიტი მოცულობის ფაილების რეზერვირება (რომელზეც დეტალურად ქვემოთ აგიხსნით) და მშობლებისაგან თავისი შვილების კომპიუტერში წვდომის მონიტორინგი. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ  -  თქვენ შეგიძლიათ სმარტკოს მიუთითოთ კონკრეტული ჯგუფის საიტები, რომლითაც არ გსურთ თქვენმა შვილებმა ისარგებლოს.

საოჯახო პაკეტის ღირებულება თვეში 50 ლარია და სხვა დამატებით სერვისებთან ერთად თქვენი ფაილების რეზერვაციის 5 გიგაბაიტიან სივრცესაც ითვალისწინებს.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით -  „ ამოცანა არ არის ის, რომ ადამიანმა დაგვირეკოს მაშინ, როცა მას კომპიუტერი გაუფუჭდება და საერთოდ გამოვა მწყობრიდან. ჩვენ, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ პრობლემების აღმოფხვრას, არამედ პრვენციას, კომპიუტერის მოხმარების და ინტერნეტ პორტალების გამოყენების სწავლასაც. მაგალითად, როგორ გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა, როგორ ატვირთოს სურათები, როგორ გამოიყენოს  სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მენიუები და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ კომპიუტერს, ჩვენი მიზანია ეს კომპიუტერი ავიყვანოთ მუდმივ კონტროლზე და მუდმივად ვაკეთოთ სისტემის მონიტორინგი -  განვუახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა, ანტივირუსები, დავუყენოთ ახალი პროგრამული ვერსიები და ასე შემდეგ".

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ სმარტკოს მომსახურებით: თქვენ რეკავთ ნომერზე 402-401. ოპერატორი გარეგისტრირებთ ან თქვნ თავად რეგისტრირდებით ვებ გვერის
www.IT Service.ge საშუალებით როგორც აბონენტი, იხდით გადასახადს მომენტალური გადახდის აპარატებისა ან ვიზა ბარათის მეშევობით.  ამის შემდეგ სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით, თქვენი ნებართვის შემდგომ,  ოპერატორი შემოდის თქვენს კომპიუტერში, ამოწმებს მას, აკეთებს დიაგნოსტიკას და იწყებს პრობლემების აღმოფხვრას. თქვენ ამ პროცესს თქვენივე მონიტორზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი...

კიდევ ერთი სპეციალური შეთავაზება სმარტკოსგან - კომპანიას აქვს ფაილების რეზერვირების  სპეციალური დაცული სერვერი, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფაილები, დოკუმენტაცია თუ სურათები დაარეზერვოთ ავტომატურ რეჟიმში და მოახდინოთ თქვენი კომპიუტერისა და „IT Service"  -ს სერვერის სინქრონიზაცია. ამით თქვენს ფაილებს აზღვევთ როგორც შემთხვევით წაშლისაგან, ასევე კომპიუტერის ტექნიკურად მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაკარგვისგან. მაგალითისათვის,  თუ თქვენს კომპიუტერს გაუფუჭდა მყარი დისკი  ე.წ. „ვინჩესტერი", თავისუფლად შეძლებთ მისი გამოცვლის შემდეგ თქვენი დარეზერვებული ყველა ფაილი აღადგინოთ.

მომსახურების კიდევ ერთი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ „სმარტკო" მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის გამართვაზეა პასუხიმგებელი და თავისი ძალებით არ უზრუნველყოფს მექანიკური პრობლემების აღმოფხვრას, რაც კომპიუტერის კონკრეტული ნაწილის გაფუჭებას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, ყველა არსებული აბონენტი მომსახურების პაკეტის ფარგლებში   „IT Service" -ს  პარტნიორ სერვის ცენტრში კომპიუტერის უფასო  დიაგნოსტიკას ღებულობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს itservice
.ge ან დარეკოთ ტელეფონზე 2 402 401

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
3.144.252.153
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი