ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები

ჰოსტინგი, ვირტუალური სერვერები

  +995.32 2430044
 
30.10.2019: ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია

გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია პროსერვისის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.

პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია პროსერვისმა, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო პროსერვისის ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის.

კომპანია პროსერვისის ადმინისტრაცია

უკან
ბეჭდვა
LiveZilla Live Help
ჩვენი ns ჩანაწერებია
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
შენი IP მისამართია
3.233.217.242
პირადი კაბინეტი
პაროლის აღდგენა
Windows Support Module Windows
MacOS Support Module MacOS



    ჰოსტინგის ცნება

 ვირტუალური ჰოსტინგი

 VDS / VPS

 გამოყოფილი სერვერი

 კოლოკაცია  

 

 

© 2003-2019 Pro-Service. All rights reserved.
PageRank Checking Icon