ფასიანი ჰოსტინგი

თუ თქვენ სერიოზულად გეგმავთ ინეტერნეტში მოღვაწეობას, გსურთ შექმნათ საინფორმაციო ან გასართობი პორტალი, გეგმავთ საკუთარი კომპანიის ვებ გვერდის შექმნას, მაშინ საფიქრალიც არაფერია - თქვენ მხოლოდ პროფესიონალური კომერციული ვებ ჰოსტინგი გჭირდებათ. 

ჰოსტინგის პლატფორმებიდან  UNIX ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სერვერების მომსახურების ღირებულება ჯერ კიდევ საკმაოდ გამოირჩევა Windows ტექნოლოგიებისაგან, რადგანაც UNIX დაფუძნებული პროგრამული პროდუქტების უმრავლესობა უფასოდ ვრცელდება, ხოლო საიმედობისა და სისწრაფის თვალსაზრისით უფრო მარტივად მიიღწევა Windows ტექნოლოგიის შესაბამისი ეფექტი.

თუ თქვენ პროექტიდან და პროგრამირების ენიდან გამომდინარე არ გჭირდებათ ტექნოლოგიები, რომელთა მხარდაჭერაც მხოლოდ Windows ჰოსტინგს გააჩნია, რა თქმა უნდა თქვენი არჩევანი UNIX -ზე შეჩერდება.

რომელი პლათფორმაც არ უნდა შეარჩიოთ, მხოლოდ კომერციული ჰოსტინგი უზრუნველყოფს თქვენი ვებ გვერდის გარანტირებულ წვდომას 24 საათის მანძილზე თქვენი საიტის მომხმარებლებისათვის. ამასთან, გარდა საიმედოობისა, არსებობს უამრავი დამატებითი ბენეფიტი, რასაც მხოლოდ კომერციულ ჰოსტინგზე მიიღებთ. ესენია:

  •  მეორე დონის დომენური სახელები, როგორიცაა http://www.yoursite.ge/ (ან com, net, org, info და ა.შ.)
  •  ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა დაინამიური ვებ გვერდების განთავსებისათვის;
  •  სერვერის ლოგებს თქვენი საიტის მომხმარებელთა სტატისტიკისათვის
  •  Wap საიტების მხარდაჭერას მობილური ვერსიისათვის
  •  WPN კავშირს მობილურ ოპერატორებთან შეტყობინებების დასაგზავნად და ბანკებთან ტრანზაქციების განსახორციელებლად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მესამე დონის დომენური სახელის გამოყენებაც. თუ თქვენ დაგეგმავთ ფოდუმის გახსნას, მას მისცეთ მისამართი  http://forum.yoursite.ge/  ან მაღაზიისათვის მისცეთ მისამართი  http://shop.yoursite.ge/ , ხოლო საჩუქრებისათვის   http://gifts.yoursite.ge/ და ა.შ.

ყველა ის მომსახურება, რაც თქვენ პრფესიონალურ, ფასიან ჰოსტინგზე შეიძლება მიიღოთ, შეუდარებელია იმ ფასთან შედარებით რასაც ამ მომსახურებაში იხდით. ამასთან მომსახურების ფასი მუდმივად კლებულობს.

 

 

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
3.236.212.116
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი