1. დისკური სივრცის ზომა.
ჰოსტინგ პროვაიდერების უმრავლესობა გამოყოფს და გაწვდით 1000, 5000, 10000 Мб ვებ სივრცეს ჰისტინგის პაკეტებს.
ვებ სივრცეთა ასეთი მოთხოვნები კლიენტების უმრავლესობას აკმაყოფილებს.
თუმცა თუ თქვენ აპირებთ, რომ ინტერნეტში სერიოზული პროექტით წარსდგეთ და დიდი მაშტაბებზე აპირებთ გასვლას ( ინტერნეტ მაღაზიები, გრაფიკა, არქივები, ვიდეო და ფოტო ფაილების დიდი რაოდენობა), მაშინ თქვენ დიდი მოცულობის დისკური სივრცე გესაჭიროებათ.
მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ და ჩვენ გაგიწევთ რეკომენდაციას, თუ რომელი ტიპის ქვემოთ მოცემული მომსახურება გესაჭიროებათ:
უფასო ვირტუალური ჰოსტინგი
ვირტუალური ჰოსტინგი
ვირტუალური პირადი სერვერი
ვირტუალური გამოყოფილი სერვერი
გამოყოფილი ფიზიკური სერვერი
კოლოკაცია (თქვენი სერვერის განთავსება ჩვენს პლათფორმაზე)
2. FTP დაშვება, email, მონაცემთა ბაზები, სკრიპტები.
საბედნიეროდ, ამ მოთხოვნებს ჰოსტ პროვაიდერთა უმრავლესობა მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს.
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ვებ გვერდს FTP პროტოკოლით, მიიღოთ POP-3 (ელ.ფოსტა) საჭირო რაოდენობა, მიიღოთ საკუთარი მონაცემთა MySQL ბაზები და ა.შ.
აუცილებლად გაარკვიეთ თქვენს ჰოსტ პროვაიდერთან გაწვდით თუ არა შემდეგ სერვისებს:
CGI-სერვისებს, Perl მხარდაჭერას, C, PHP MySQL, Zend ? ხომ არ უნდა გადაიხადოთ ამ მომსახურებებში დამატებითი გადასახადი.
3. არსებობს თუ არა დამატებითი გადასახადები არსებულ ტარიფზე
ზოგიერთი ჰოსტ პროვაიდერი აწესებს დამატებით გადასახადებს არსებულ პაკეტებზე.
ასეთი გადასახადი შეიძლება იყოს :
დამატებითი გამავალი ტრაფიკი (სერვერიდან გადაცემული ინორმაციის რაოდენობა), დამატებითი სერვისებით სარგებლობა თქვენს მიერ არენდაში არსებული ვებ სივრცის ფარგლებში.
აუცილებლად დააზუსტეთ, არსებობს თუ არა დამატებითი გადასახადები.
4. მხარდაჭერის სამსახური
თქვენ აუცილებლად უნდა მოგაწოდონ საკონტაქტო ინფორმაცია.
თუ გაქვთ საშუალება, გაიგეთ იმ მომხმარებელთა აზრი, რომლებიც ამ ჰოსტ პროვაიდერის მომსახურეობით უკვე სარგებლობენ ან უსარგებლიათ. როგორც წესი, მათი აზრი ყველაზე ობიექტურია და რეალურ სურათს ასახავს.
ჩაატარეთ პატარა ტესტი. დარეკეთ პროვაიდერ კომპანიაში და დაუსვით შეკითხვები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც უკვე დევს ამ კომპანიის ვებ გვერდზე. ნახეთ რამდენად სწრაფად დაუკავშირდებით, როგორ გაგცემენ პასუხს.
თუ თქვენ პასუხს უხალისოდ გაგცემენ, ან გთხოვენ მისვლას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ არც იფიქროთ ასეთ პროვაიდერთან თქვენი ვებ გვერდის განთავსებაზე.
5. სერვერის მომხმარბელთა/ნახვადობის სტატისტიკა.
თქვენ უნდა გაგაჩნდეთ თქვენი საიტის ნახვების სრული სტატისიკა.
ამაში შედის:
- ნახვების სტატისტიკა დღეების მიხედვით;
- ნახვების სტატისტიკა საათების მიხედვით;
- მომხმარებელთა IP მისამართები;
- გვერდების ნახვადობის სტატისტიკა
- საწყისი გვერდები, რომლებზეც შემოდიან მომხმარებლები
- საიტების ნუსხა, საიდანაც გადმოდიან თვენს გვერდზე
- ბროუზერების სტატისტიკა, რომელსაც მომხამრებლები იყენებენ და მრავალი სხვა.
არსებობს მრავალი დამატებითი სტატისტიკა . რაც მეტი გეცოდინებათ თქვენი საიტის აქტიურობის შესახებ, მით უკეთესად შეძლებთ აქტივობის დაგეგმვას, მოახდენთ პროგნოზირებას, დაგეგმავთ საიტის სარეკლამო კოპანიას, გაყიდვებს.
აუცილებლად მოითხოვეთ ლოგ ფაილების შენახვა. ეს მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციაა.
6. დომენები და ქვედომენები.
გაიგეთ უზრუნველყოფს თუ არა თქვენი ჰოსტ პროვაიდერი ქვედომენების გამოყოფას.
დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე, თქვენს მიერ შერჩეულ ჰოსტინგ პაკეტში საშუალოდ 5 დან 10 მდე ქვედომენი უნდა შედიოდეს უფასოდ.
აუცილებლად დააზუსტეთ მათი გამოყენების პირობები!
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ამ ეტაპზე არ გეგმავთ მათ შექმნას, შემდგომში მათი გამოყენება შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს და აუცილებლად დაგჭირდეთ.
თუ თქვენ დაგეგმავთ ფოდუმის გახსნას, შეგიძლიათ მას მისცეთ მისამართი http://.forum.yoursite.ge/ an მაღაზიისათვის მისცეთ მისამართი http://.shop.yoursite.ge/ , ხოლო საჩუქრებისათვის http://gifts.yoursite.ge/ და ა.შ.
7. ჰოსტ პროვაიდერის ინტერენეტ არხების სიჩქარე
თუ გინდათ, რომ თქვენი საიტი წვდომადი იყოს, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე არ უნდა იყოს 1 Gb/წმ ნაკლები.
შედით იმ ვებ გვერდებზე, რომლებიც თქვენს მიერ შერჩეულ ჰოსტ პროვაიდერის სერვერებზეა განთავსებული.
დააკვირდით გვერდების ჩატვირთვის დროს. ასევე ეცადეთ, გაიგეთ იმ მომხმარებელთა აზრი, რომლებიც ამ ჰოსტ პროვაიდერის მომსახურეობით უკვე სარგებლობენ.
8. უსაფრთხოების სისტემები და ჰოსტინგის საიმედოობა
ჰოსტინგის საიმედოობა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩამონათვალი არ წარმოადგენს ჰოსტინგის საიმედოობის სრულ სიას, ამ პუნქტებიდან ერთის დარღვევამაც კი შეიძლება თქვენი საიტი კატასტროფამდე მიიყვანოს.
დრო რომლის დროსაც სერვერი სტაბილურ მდგომარეობაშია, გამოკვეთილი პროცენტებში მთელი დაკვირვების დროის მანძილზე გასაგებია, რომ სრული100% UpTime ის მიღწევა შეუძლებელია სერვერზე აუცილებელი რეგლამენტური სამუშაოების ჩატარების გამო. მაგრამ სწორედაც რომ საიმედო ჰოსტინგისათვის, ამ სამუშაოების სწრაფი ჩატარებისა და წარმოქმნილი გაუმართაობის სწრაფი აღმოფხვრა მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ფაქტიურად UpTime ზე არ მოქმედებს.
მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა მაღალი UpTime ის მიღწევაში ენიჭება აპარატურის საიმედოობას. ზოგიიერთი ჰოსტ პროვაიდერი ცდილობს რა მიაღწიოს ეკონომიას და დაზოგოს პირველადი ხარჯები, ნაცვლად სპეციალური ტექნიკისა, რომელიც უშუალოდ ჰოსტინგისათვის არის განკუთვნილი (სერვერები) თავის მომსახურეობას თვითნაკეთ კომპიუტერებზე-„სერვერებზე" ახორციელებენ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია საიმედოობისა და მუშაობის ხანგძლივობის კუთხით. ასეთ კომპიუტერებზე შეუძლებელია მუშაობის 24 საათიანი რეჟიმის შენარჩუნება, რაც იწვევს პერმანენტულ გათიშვებს, საიტის მიუწვდომლობას და ა.შ. |
9. ელექტრონული ფოსტა
რამდენი POP3 საფოსტო ანგარიში უნდა იყოს თქვენს განკარგულებაში?
სასურველია მინიმუმ 5 POP3 საფოსტო ანგარიში ქონა. მაქსიმუმ - შეუზღუდავი. ასევე აუცილებელია პროვაიდერმა უზრუნველყოს ვებ პანელი, რომლის საშუალებითაც თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი ფოსტის შემოწმება მსოფლიოს ნებისმიერი კომპიუტერიდან.
Email forwarding - მიღებელი ფოსტის გადამისამართების ფუნქცია როგორც თვენი დომენის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც. ავტომოპასუხე - წერილის მომხმარებლისათვის გაგზავნის ფუნქცია სერვერიდან თქვენი ჩარევის გარეშე.
Mail listing - თქვენი ანგარიშიდან ელექტრონული ფოსტის დაგზავნის სიების არსებობა.
10. მიბრძანდით კომპანიის ოფისში
ეს ძალზედ მნიშვნელოვნია. გაესაუბრეთ კლიენტების მომსახურების განყოფილებას, გადახედეთ კომპანიის თანამშრომლებს, დააკვირდით მათი მომზადების დონესა და კლიენტთან ურთიერთობის კულტურას, საერთო ფსიქოლოგიურ გარემოს. თუ თქვენს მიერ შერჩეულ კომპანიაში სტაბილურობას და მდგრადობას დაინახავთ, თუ თქვენ ისე მოგექცევიან, როგორც ეს თქვენ გჭირდებათ, თუ თქვენ ამ კომპანიის სხვა კლიენტებმა გაგიწიეს რეკომენდაცია, მაშინ თქვენ სწორი არჩევანი და ზუსტი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული. |