განმარტება:

შ.პ.ს. "პროსერვისი" – შემდგომში "პროსერვისი"
შ.პ.ს. "პროსერვისი"-ს კუთვნილი სერვერები – შემდგომში "სერვერები"
მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს "პროსერვისი"-ს სერვისით – შემდგომში "აბონენტი"

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ "სერვისით სარგებლობის წესები" და დარწმუნდეთ, რომ მისი თითოეული პუნქტი თქვენთვის გასაგები და მისაღებია.

"პროსერვისი"-ს სერვისით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ წესებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე ProService.ge

"პროსერვისი" იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სერვისი, თუ დაფიქსირდება წესების დარღვევა.

ასევე კომპანია უფლებამოსილია ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით გათიშოს სერვერები (არაუმეტეს 6 საათისა თვეში).

"პროსერვისი" იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წესებში, რომლებიც ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

1. კონტენტი და პასუხისმგებლობა

აკრძალულია სერვისის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო მასალების გასავრცელებლად. მათ შორის:

  • სპამი, ვარეზი, პროქსი, პოპაპ საიტები
  • ფიშინგი, ვირუსების გავრცელება
  • პორნოგრაფიული ან ძალადობრივი კონტენტი
  • საავტორო უფლებების დარღვევა

Shared Hosting-ზე დამატებით აკრძალულია:

  • ფაილ/ვიდეო/ჩატის ჰოსტინგი
  • ბანერების გაცვლის სისტემები
  • სტრიმინგი
  • ელფოსტის მასობრივი დაგზავნა

2. სერვერული რესურსები

რესურსების გადაჭარბების შემთხვევაში სერვისი შეიძლება დროებით ან სრულად შეწყდეს.

  • მაქს. მომხმარებლები დღეში – 3000
  • CPU – 10%
  • DB – 1GB
  • Emails/day – 500
  • Email size – 20MB
  • Connections/IP – 200

PHP კონფიგურაცია:

  • Memory Limit: 128MB
  • Upload Max: 32MB
  • Max Upload Files: 20
  • Post Max Size: 32MB

3. საკონტაქტო ინფორმაცია

აბონენტი ვალდებულია მიუთითოს სწორი ინფორმაცია და მისი ცვლილების შემთხვევაში განაახლოს.

4. ტექნიკური მხარდაჭერა

ელფოსტა: support@proservice.ge

  • გამოიყენეთ რეგისტრირებული ელფოსტა
  • მიუთითეთ დომენი
  • დაწერეთ დეტალურად პრობლემა
  • შეინახეთ მიმოწერის ისტორია

5. ინციდენტები

რეაგირება ხდება 30 წუთში, გადაწყვეტა დამოკიდებულია სირთულეზე.

6. ანგარიშსწორება

გადახდა ხდება წინასწარ. დაგვიანების შემთხვევაში სერვისი ითიშება. 30 დღეში გადაუხდელობისას ანგარიში იშლება.

დეტალები: იხილეთ აქ

Mini პაკეტზე გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

7. სარეზერვო ასლები

ბექაპი კეთდება კვირაში ერთხელ. მომხმარებელი თავადაც ვალდებულია შეინახოს ასლები.

აღდგენა: 30 ლარი (თუ წაშლილია გადაუხდელობის გამო).

შედგენილია: 02.05.2003
ბოლო ცვლილება: 18.06.2025

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
216.73.216.48
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი