განმარტება:
შ.პ.ს. "პროსერვისი" - შემდგომში "პროსერვისი"
შ.პ.ს. "პროსერვისი"-ს კუთვნილი სერვერები - შემდგომში "სერვერები"
მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს შ.პ.ს.  "პროსერვისი"-ს ნებისმიერი სერვისით - შემდგომში "აბონენტი"


გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე "სერვისით სარგებლობის წესები" და დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის გასაგები და მისაღებია მისი თითოეული პუნქტი და ეთანხმებით მას.

"პროსერვისი"-ს ნებისმიერი სერვისით სარგებლობის ან სერვისის შეკვეთის დროს თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე "სერვისით სარგებლობის წესებს", რომელიც არის გამოქვეყნებული  "პროსერვისი"-ს ვებ-გვერდზე ProService.ge

"პროსერვისი" იტოვებს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს სერვისის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გადაწყვეტილება ნებისმიერი ისეთი ფაქტის დროს, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს, როგორც "სერვისით სარგებლობის წესების" დარღვევა.

"პროსერვისი"იტოვებს უფლებას, ქსელის და სერვერების სრულყოფასა და განვითარებასთან დაკავშირებით (ახალი მაგისტრალების ჩართვა, ტექნიკური საშუალებების განახლება ან/და მოდიფიცირება, ქსელის ტოპოლოგიის შეცვლა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა), მოახდინოს სერვერის ან/და სერვერების დროებითი გათიშვა, არაუმეტეს 6 (ექვსი) საათისა, 1 (ერთი) კალენდარული თვის განმავლობაში.

"პროსერვისი" იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება "სერვისით სარგებლობის წესებში". წესებში შეტანილი ცვლილებები ავტომატურად ცხადდება მოქმედად ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.


1. კონტენტი და პასუხისმგებლობა.

აბონენტს არა აქვს უფლება გამოიყენოს  "პროსერვისი"-ს მიერ მიწოდებული ნებისმიერი სერვისი, მათ შორის ჰოსტინგი და დომენი ისეთი მონაცემების გადასაცემად ან ნებისმიერი სახით გასავრცელებლად, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. აკრძალულია  "სპამის" დაგზავნა,  "ვარეზ", პორნო, პროქსი და პოპაპ საიტების განთავსება,  ასევე Fishing და სხვა სახის არაკანონიერი კონტენტის განთავსება.
აკრძალულია დომენის გამოყენება და ჰოსტინგის სერვერებზე ისეთი ფაილების განთავსება, ასევე ნებისმიერი სახით გავრცელება ან ჩვენგან მოწოდებული სერვისის საშუალებით ხელშეწყობა გავრცელებაში, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერი სახის ზიანი მიაყენოს ადრესატს ან მესამე პირს (ფიშინგი, ვირუსების გავრცელება). აკრძალულია პორნოგრაფიის, ეროტიკის, ძალადობის შემცველი მასალების სერვერებზე განთავსება ან ნებისმიერი სახით გავრცელება. კომპანია იტოვებს უფლებას დროებით ან სამუდამოდ შეაჩეროს წვდომა რესურსზე (დომენზე, საიტზე,სერვერზე,ანგარიშზე), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მავნედ, რესურსის მფლობელის მიერ პრობლემის მოგვარებამდე.

აკრძალულია ისეთი მასალის განთავსება სერვერებზე და/ან ნებისმიერი სახით გავრცელება, რომელზეც აბონენტს არ გაჩნია საავტორო უფლებები ან შესაბამისი ლიცენზია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა  Shared Hosting-ის სერვერებზე  აკრძალულია შემდეგი ტიპის საიტების/სკრიპტების განთავსება:
ჩატების,ვიდეოს, სურათების და ფაილ ჰოსტინგის საიტები/სკრიპტები (დასაშვებია VDS/VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
ბანერების გაცვლის სისტემის საიტები/სკრიპტები (დასაშვებია VDS/VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
აუდიო-ვიდეო სტრიმინგის საიტები/სკრიპტები (დასაშვებიაVDS/ VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
საიტების რეიტინგის მთვლელი საიტები/სკრიპტები ( დასაშვებია VDS/VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
 ელექტრონული ფოსტის დაგზავნის სისტემები ( დასაშვებია VDS/VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
 

2. სერვერული რესურსები

აბონენტის მხრიდან სერვერული რესურსების გადაჭარბებით მოხმარების აღმოჩენის შემთხვევაში, "პროსერვისი" მაქსიმალურად ეცდება დაეხმაროს აბონენტს პრობლემის აღმოფხვრაში, მაგრამ ამასთანავე, იტოვებს უფლებას დროებით ან სამუდამოდ შეაჩეროს აბონენტისთვის სერვისის მიწოდება, თუ არ მოხერხდა პრობლემის გადაწყვეტა, რის გამოც შეფერხებით მუშაობენ სხვა აბონენტები.
სტანდარტულ "Shared ჰოსტინგ" პაკეტებში გათვალისწინებულია შემდეგი ლიმიტები:

მომხამრებლების მაქსიმალური რაოდენობა დღეში - 3000
მაქსიმალური დატვირთვა პროცესორზე - 10%
მონცემთა ბაზის მაქსიმალური მოცულობა - 1 გბ
დღეში გაგზავნილი წერილების მაქსიმალური რაოდენობა - 500
წერილის მაქსიმალური მოცულობა - 20 მბ
1 IP მისამართიდან ერთდროული შეერთებები - 200

PHP კონფიგურაციის დეტალები:
Memory Limit: 128 Mb
Upload Max File Size: 32 Mb
Max File Upload: 20 
Post Max Size: 32 Mb

იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ვირტუალური ან ფიზიკური სერვერებით , სადაც პარამეტრების კონფიგურირება შესაძლებელია ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით

3. საკონტაქტო ინფორმაცია

 "პროსერვისი"ს ნებისმიერი სერვისის შეკვეთის დროს, აბონენტი ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია თავის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში"პროსერვისი"-ს ქონდეს მასთან დაკავშირების საშუალება. ამასთანავე, ნებისმიერი ამ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ  "პროსერვისი" - ს.

"პროსერვისი" იტოვებს უფლებას, უარი უთხრას სერვისის მიწოდებაზე აბონენტს, თუ აბონენტის მიერ მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია არის მცდარი ან არასრული.

4. ტექნიკური მხარდაჭერა

"პროსერვისი"-ს ნებისმიერი მომხმარებლისთვის მოქმედებს ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი. ჩვენი ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებთან დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე support@proservice.ge
მოქმედებს გარკვეული წესები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ტექნიკური დახმარების მოთხოვნის დროს:
-  წერილი აუცილებლად უნდა იქნას გამოგზავნილი იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც მიუთითეთ ჰოსტინგის შეკვეთის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ რაიმე ცვლილების შეტანა მომხმარებლის ანგარიშში/ფაილებში/კონფიგურაციაში;
-  წერილში აუცილებლად მიუთითეთ დომენი, რომელთან დაკავშირებითაც გაქვთ რაიმე პრობლემა, ან ნებისმიერი სახის კითხვა;
-  ეცადეთ რაც შეიძლება დეტალურად აღწეროთ თქვენი პრობლემა, ეს ჩვენ გაგვიადვილებს პრობლემის დიაგნოსტირებას და შეამოკლებს დროს, რომელიც საჭიროა მისი  აღმოფხვრისათვის;
-  გთხოვთ შეინახოთ ისტორია. წერილში აუცილებლად უნდა ჩანდეს მთელი მიმოწერა, დაკავშირებული იმ კონკრეტულ პრობლემასთან, რის გამოც ითხოვთ დახმარებას;
-  ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები წერილის მიღებისთანავე მაქსიმუმს გააკეთებენ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. მიღებული წერილი არ რჩება უპასუხოდ. გთხოვთ, წერილის გამოგზავნის შემდეგ, დაელოდოთ პასუხს, აუცილებელი არ არის რამდენიმე წერილის გამოგზავნა ერთიდაიმავე შინაარსით.

5. ანგარიშსწორება

აბონენტი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება იმ სატარიფო გეგმის შესაბამისად, რომელიც მას აქვს არჩეული. იმ შემთხვევაში, თუ არჩეულია ყოველთვიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო თვეში სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა. თუ არჩეულია წლიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო წელს სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა.
ყოველი მომდევნო გადახდის დრომდე 5 დღით ადრე, სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით ინვოისს და შეგახსენებთ, რომ თანხა გაქვთ გადასახდელი.
საფასურის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, საიტი გაითიშება. გთხოვთ გაითვალისწინოთ - ინვოისის გამოგზავნიდან 30 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენი ანგარიში სერვერებზე ავტომატურად დაიხურება ბილინგის სისტემის მიერ და ფაილების აღდგენა შეუძლებელი იქნება.
დეტალები
"პროსერვისი"-ს სერვისებით სარგებლობის დროს ანგარიშსწორების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ

*** აბონენტის მიერ Mini პაკეტის ან  სერვისის ყოველთვიური გადახდის სატარიფო გეგმის არჩევისას, მიმდინარე ავანსად გადახდილი ღირებულება სერვისის გაუქმებისას უკან არ ბრუნდება!

6. სარეზერვო ასლები

"პროსერვისი" ანხორციელებს აბონენტების მიერ სერვერებზე განთავსებული (ატვირთული) ფაილების სარეზერვო ასლების შენახვას, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მიზნით. მიუხედავად ამისა, რადგან არ არსებობს 100%-იანი გარანტია ფაილების არდაზიანების ან/და არწაშლის, აბონენტი ვალდებულია პერიოდულად მოახდინოს სერვერებზე ატვირთული ინფორმაციის სარეზერვო კოპირება მის პირად კომპიუტერში ან/და CD/DVD დისკებზე და არ დატოვოს ასლები მხოლოდ სერვერებზე. "პროსერვისი" არ იღებს პასუხისმგებლობას აბონენტის მხრიდან სერვერებზე განთავსებული ფაილების დაკარგვაზე. "პროსერვისი" უწევს რეკომენდაციას აბონენტებს, სარეზერვო ასლების შენახვის პერიოდულობა იყოს მინიმუმ კვირაში ერთხელ.

*** იმ შემთხვევაში, თუ გადაუხდელობის გამო აბონენტის მონაცემები წაშლილია სერვერიდან და აღდგენა უნდა განხორციელდეს პროსერვისის სარეზერვო ასლების საცავიდან, აღდგენის ღირებულება შეადგენს 30 ლარს თითო აღდგენისათვის. ამასთან სარეზერვო ასლები საცავში ინახება არა უმეტეს 2 წელიწადისა.


წესები შედგენილია  02.05.2003
ბოლო ცვლილება 18.11.2019


 

NS  ჩვენი ns ჩანაწერებია
DA Hosting
ns1.proservice.ge
ns2.proservice.ge
Cpanel Hoting
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
Windows Hosting
nsw1.proservice.ge
nsw2.proservice.ge
WORDPRESS HOSTING
cp1.proservice.ge
cp2.proservice.ge
IP  შენი IP მისამართია
18.97.14.89
phone
ზარის მოთხოვნა
X
შეუკვეთეთ ზარი