სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის, მართვისა და გადახდის სისტემა - პროგრამა
თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების პირობებში,
სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს ონლაინ სერვისებითა და გადახდებით.
ონლაინ დისტრიბუცია სასტუმროებისათვის გაყიდვების ყველაზე პრაქტიკულ და
სანდო წყაროს წარმოადგენს. ეს მეთოდი გულისხმობს ნომრების ონლაინ
დაჯავშნასა და გადახდას, რაც სასტუმროებს შემოსავლის მიღების საშუალებას
აძლევს.
ონლაინ გაყიდვების დროს, პოტენციური სტუმრისათვის
ხორციელდება თავისუფალი ადგილებისა და ფასების ობიექტური მიწოდება,
შეკვეთის ავტომატური დადასტურება.
|
კომპანია პროსერვისი მომხმარებლებს ახალ, ინოვაციურ პროექტს სთავაზობს.
ერთიანი შეთავაზება მოიცავს:
- სასტუმროსათვის ვებ გვერდის დამზადება
- სასტუმროს მენეჯმენტისა და მართვის სისტემა
- ონლაინ დაჯავშნას და გადახდების ინტეგრაცია
- 100 MB ვებ ჰოსტინგს
ვებ გვერდი
ინტერნეტ გაყიდვების სტრატეგიის ანალიზისათვის აუცილებელია განვიხილოთ
უშუალოდ სასტუმროს ვებ გვერდებიც. ჩვენ გთავაზობთ მზა მულტიენოვან,
დინამიურ, თანამედრო ვებ გვერდებს, ინტეგრირებულს სოციალურ ქსელებთან. ვებ
გვერდი ოპტიმიზებულია საძიებო სისტემებთან - ( SEO ). გათვალისწინებულია
კონტენტური საინფორმაციო გვერდები - შეუზღუდავი, ახალი ამბების მოდული,
სერვისების მოდული, აქციების მოდული, კონტაქტის მოდული. ამისათვის
შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის დიზაინები და მომხმარებელი თავად ირჩევს
მისთვის სასურველ ფერთა გამასა და ვიზუალს.
გთავაზობთ ჩვენს მიერ შემუშავებული სასტუმროს საიტის რამოდენიმე დიზაინის ნიმუშს
|
სასტუმროს მენეჯმენტისა და მართვის სისტემა
სისტემის საშუალებით შესაძლებელია:
- სასტუმროს ნომრების შექმნა და პარამეტრების მითითება,
- ფასების რეგულირება პერიოდების მიხედვით, ფასდაკლების სისტემები აქციებისა და სადღესასწაულო დღეებისათვის,
- კვებისა და სხვა სასტუმროს სერვისების რეგულირება დინამიურად სასტუმროს მოთხოვნებიდან გამომდინარე,
- მინი ბარისა და დალაგების სერვისის მონიტორინგი,
- გადახდის მეთოდების რეგულაცია სასტუმროს მიერ ( სტუმრებისათვის გადახდის
რამოდენიმე მეთოდის შეთავაზება - მაგალითად: გადაიხადე ახლავე ან იხდი
მოგვიანებით ).
- ჯავშნებისა და სტუმრების მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში,
- ანაზღაურებული და ასანაზღაურებელი თანხების მონიტორინგი,
- ტურისტული და პარტნიორი კომპანიებისათვის სპეციალური ფასდაკლებების სისტემა.
- უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები,
- მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლის ავტომატური შენახვის ფუნქცია.
-ადმინისტრატორებისათვის და მენეჯმენტისათვის სისტემაზე დაშვების უფლებების დელეგირება და მრავალი სხვა. |
მართვის სისტემის ყველა ფუნქციის სანახავად იხილეთ შემდეგი ბმული: www.hms.ge/help
სისტემის ვიდეო ინსტრუქციები: საიტზე გადასვლა
ონლაინ რეზერვაცია
ონლაინ დისტრიბუცია სასტუმროებისათვის გაყიდვების ყველაზე პრატიკულ და
სანდო წყაროს წარმოადგენს. ეს მეთოდი გულსხმობს ნომრების ონლაინ
დაჯავშნას, რაც სასტუმროებს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.
ნებისმიერ მომხმარებელს, სასტუმროს ვებ გვერდზე, თარიღებისა
და სტუმრების რაოდენობის მითითებით შეუძლია დაჯავშნოს იმ ტიპის ნომერი
რომელიც მას სურს, აირჩიოს კვების ის რაციონი რომელიც სურს, გააკეთოს
ტრანსფერის შეკვეთა, მოითხოვოს ამ კონკრეტული სასტუმროს მიერ შეთავაზებული
მომსახურება და გააკეთოს ჯავშანი მინიმალური ღირებულებისა და სხვა
სისტემებისა და შუამავლების ჩარევის, ასევე საკომისიოს გარეშე. ასეთი
სერვისის მიწოდება მომგებიანი და კომფორტულია როგორც სტუმრისათვის, ასევე
სასტუმროს მენეჯმენტისათვის. ზემოთ მოყვანილი სისტემა ემსახურება სწორედ
ონლაინ რეზერვაციის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ონლაინ შეკვეთის სადემონსტრაციო სისტემის სანახავად იხილეთ შემდეგი ბმული:http://hms.ge/reservation/
სისტემის ფუნქციონირებისათვის, სასტუმროს ესაჭიროება მხოლოდ ინტერნეტ
წვდომა და კომპიუტერი, ასევე ვებ ჰოსტინგი, რომელსაც დამატებით
უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია.
სასტუმრეობისათვის, რომლებიც მოახდენენ შპს "პროსერვისი"-ის
მიერ შექმნილი "სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის " სისტემაში
ინტეგრაციას 1 GB ვებ ჰოსტინგი გამოიყოფა შეთავაზების ფარგლებში, ხოლო
ტრენინგები ჩაუტარდებათ უფასოდ. ტექნიკური მხარდაჭერა იმოქმედებს
სასტუმროებისათვის 24/7 რეჟიმში სისტემის გამოყენების მთელს პერიოდზე
უფასოდ.
|
მომსახურების ღირებულება (სასტუმროსათვის ვებ გვერდის დამზადება, მენეჯმენტისა და მართვის სისტემის,
ონლაინ დაჯავშნის და გადახდების ინტეგრირება) სასტუმროს ტიპების მიხედვით შემდეგია:
ნომრების რაოდენობა
|
1 თვე
|
1 წელი
|
საოჯახო (5 ნომერი)
|
|
200
|
10 ნომრამდე
|
40
|
400
|
10 - 15 ნომრამდე
|
50
|
500
|
15 - 20 ნომრამდე
|
60
|
600
|
20 –
25 ნომრამდე
|
70
|
700
|
25 -30 ნომრამდე
|
80
|
800
|
30 -
35 ნომერამდე
|
90
|
900
|
35 – 40 ნომრამდე
|
100
|
1000
|
40 - 50 ნომრამდე
|
120
|
1200
|
50 -
60 ნომერი
|
130
|
1300
|
60 -100 ნომერი
|
150
|
1500
|
100+ ნომერი
|
200 |
2000 |
*** ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში ( ₾ ) დღგ-ს ჩათვლით.
ასევე
შესაძლებელია სასტუმროს მართვის პროგრამი -ს დაყენება და ინსტალაცია ერთჯერადი გადახდის
პრინციპით (Life Time Licensing). მომსახურებაში შედის თანამშრომლების ტრენინგი.
ნომრების რაოდენობა
|
ლიცენზია
|
ტექ. მხარდაჭერა
წელიწადი
|
საოჯახო (5 ნომერი)
|
2000
|
100
|
10 ნომრამდე
|
3000
|
200
|
10 - 15 ნომრამდე
|
4000
|
250
|
15 - 20 ნომრამდე
|
5000
|
250
|
20 –
25 ნომრამდე
|
6000
|
250
|
25 -30 ნომრამდე
|
6000
|
300
|
30 -
35 ნომერამდე
|
6000
|
300
|
35 – 40 ნომრამდე
|
7000
|
300
|
40 - 50 ნომრამდე
|
7000
|
400
|
50 -
60 ნომერი
|
8000
|
400
|
60 -100 ნომერი
|
8000
|
400
|
100+ ნომერი
|
9000 |
500 |
*** ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში ( ₾ ) დღგ-ს ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მის: ქ.თბილისი ი.აბაშიძის ქ.42
ტელ: (+995 32) 243 00 44
ელ.ფოსტა: hotels@proservice.ge
|